დღე 9- კარგი დ მრავლის მომცემი იყო დღევანდელი დღე, მოვახდინეთ ნამუშევრების პრეზენტაციები. ურთიერთ შორის მოხდა უკუკავშირი, ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი, შრომატევადი და მნიშვნელოვანი დღე იყო. Intel-ის ტრენინგი საოცრებაა, რამდენჯერაც არ უნდა მოისიმინო იმდენჯერ შეიძლება ვთქვათ, რომ გონებაში დაგვესახოს ახალი იდეები, მიჩნდება სურვილი განვახორციელოთ ეს იდეები. ვფიქრობ, მოსწავლეებისათვის ძალიან საინტერესო და ბევრის მიმცემი იქნება, ისინი ხომ კეთებით შეძლებენ მოცემული პროექტის თემატიკის უკეთ შესწავლიან და გაიაზრებენ,
Intel Education
воскресенье, 11 декабря 2016 г.
суббота, 10 декабря 2016 г.
დღე 8- დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ დატვირთული და საინტერესო , დავსრულეთ პროექტის გეგმაზე მუშობა, განსზაღვრეთ თუ როგორ უნდა ჩავრთოთ სპეციალური საჭიროების მოსწავლეები, ნიჭიერი მოსწავლეები, გავეცანით თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით, როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში. ყოველივე აქედან გამომდინარე ჩემს მოსწავლეებს ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით ისეთი ფასილიტაცია უნდა გავუწი, რომ მათ ბუნდოვანი არ დარჩეთ რაიმე.
воскресенье, 4 декабря 2016 г.
დღე 7 - დღეს გავეცნით, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის, ჩემს პროექტზე მუშაობისას. შევიმუშავეთ შეფასებების გეგმა და გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან. გავიგე და გავარკვიე როგორ უნდა შევაფასო მოსწავლის სწავლა, როგორ უნდა ჩავრთო მოსწავლეები შეფასების პროცესში.
დღე იყო აინტერესო, მომეწონა რუბრიკები, რასაც არა მარტო პროექტის შესაფასებლად გამოვიყენებ, არამედ საჭიროების შემთხვევაშიც.
суббота, 3 декабря 2016 г.
დღე 6- მეექვსე დღეს ჩვენ განვიხილეთ თუ როგორ უნდა მოვამზადოთ პრეზენტაცია ჩემს სასწავლო პროექტსთან მიმართებაში. შექმნით პრეზენტაცია ჩვენი თემის ირგვლივ; მოვახდინეთ პრეზენტაციის დაგეგმვა; შევძელით პროექტის პრეზენტაციის მონახაზის შექმნა; და პრეზენტაციის ძირითადი ელემენტების მომზადება. პროექტის ასეთ ჭრილში განხილვამ დამაფიქრა იმაზე, რომ უნდა ჩანდეს პრობლემა და გადაჭრის გზები, რომ ეს უნდა გამომდინარეობდეს შინაარსობრივი კითხვიდან. თან უნდა ერთვოდეს ჩატარებული კვლევა პრეზენტაციაში. ერთი წუთით გაიელვა ჩემს გონებაში, რომ სანამ პროექტს შეარჩევდნენ ჩემი მოსწავლეები უმჯობესია დაფიქრდნენ პრობლემაზე და შემდეგ თემატიკაზე. ეს გავს ჯაჭვს, რომელიც რომელიც ერთმანეთზეა აკინძული თითოეული რგოილი.
იფიქრე, იფიქრე და მოიფიქრე ჭკვიანურად, საინტერესოდ, მარტივად და ხალისიანად. -ეს კი საკმაოდ საფიქრელიააა:)))
пятница, 2 декабря 2016 г.
დღე 5 - ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყოველი მომდევნო ტრენინგი კიდევ უფრო დატვირთულია შინაარსობრივად, საინტერესო და ბევრის მომცემია ჩემთვის. ძალიან კარგად განისაზღვრა .
შეფასების სხვადასხვა ფორმების განსაზღვრა, განვიხილეთ და ვიმსჯელეთ თუ როგორ შეიძლებოდა პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასება.განვიხილეთ შეფასების სტრტეგიები:
- რა არის შეფასების მიზანი?
- რა მეთოდებია მისაღები ამ მიზნის შესრულებისთვის?
- რომელი ინსტრუმენტია ყველაზე ეფექტური?
- როდის გამოვიყენებ შეფასების შერჩეულ მეთოდებსა და ინსტრუმენტებს?
- როგორ გამოვიყენებ მიღებულ შედეგებს?
განსაზღვრეთ შეფასების მეთოდები და დავადგინეთ მისი ინსტრუმენტები. განვიხილეთ ასევე პროგრესის მონიტორინგი თუ როგორ ხდება. უნდა მოვახდინოთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის გაწერა პროექტზე მუშაობის დაწყებისას, მუშაობის პროცესში და პროექტის დასრულების დროს.
კარგად გაგებისა და გათავისების შემდეგ მიღებული ინფორმაცია მოვარგეთ ჩვენი პროექტის გეგმას. ვფიქრობ ძალიან ნაყოფიერი და შრომატევადი დღე გამოგვივიდა. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ საკმაოდ ბევრი უნდა ვიფიქროთ და თითოეული ნაბიჯი კარგად გავთვალოთ პროექტზე მუშაობისას.
суббота, 26 ноября 2016 г.
დღე 1-გავეცანი თუ რას იძლევა სასწავლო აქტივობები რათა დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
- როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
- როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის. პირველი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო იმისათვის რომ სრუყლად აღმექვა თუ რა სარგებლობას მომცემს პროექტი მე და ჩემს მოსწავლეებს. ტრენინგი
- პრობლემის გადაჭრის
- გადაწყვეტილების მიღების
- გამოძიების
- დოკუმენტირების
მოსწავლეებს უწევთ რეალური, ცხოვრებისეული როლების თამაში და მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება. განვიხილეთ თუ რა არის პროექტის მახასიათებელი ჩეკლისიტი.
დღე 3- გამიჩნდა რამდენიმე იდეა პროექტის გეგმისთვის შესარჩევი თემატიკის შესახებ. დაიწყე გეგმის შედგენა. პირველ რიგში, მოიფიქრე, რა კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს ჩემი გეგმა. შემდეგ შეაგროვებ მასალებს, რომლებიც გეგმის შედგენისთვის დამჭირდება.
საკმაოდ კარგად დასაფიქრებელია ჩემთვიე, ეს რადგან მოსწავლეების ინტერესიდან გამომდინარე უნდა ვმოქმედებდე.
დღე 4- დღეს 26 ნოემბერს ტრენინგზე გავეცანით ჩემი პროექტის მიმართებაში
თუ როგორ მოვახდინო მიზნის ფორმულირება სტანდართან შესაბამისობაში. შესაბამისად გაავანალიზე
თუ რა არის ზოგადი, შინაარსობრი, ზოგადი კითხვები. თუ როგორ უნდა დავსვა აღნიშნული
კითხვები ჩემს პროექტთან მიმართებაში თანაც ისე, რომ შეესაბამისებოდეს ჩემი პროექტის
მიზანს, სტანდარტსა და შედეგებს.
ცოტა არიყოს ჩემთვის რთული იყო ყოველივე ეს, რადგან
კარგად უნდა გამეაზრებინა თუ როგორი ტიპის კითხვები დამესვა. ტრენინგი ნამდვილად საინტერესო
და დამაფიქრებელი იყო.
Подписаться на:
Сообщения (Atom)