пятница, 2 декабря 2016 г.



დღე 5 - ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყოველი მომდევნო ტრენინგი კიდევ უფრო დატვირთულია შინაარსობრივად, საინტერესო და ბევრის მომცემია ჩემთვის. ძალიან კარგად განისაზღვრა .
შეფასების სხვადასხვა ფორმების განსაზღვრა, განვიხილეთ და ვიმსჯელეთ თუ როგორ შეიძლებოდა პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასება.განვიხილეთ შეფასების სტრტეგიები: 
  • რა არის შეფასების მიზანი?
  • რა მეთოდებია მისაღები ამ მიზნის შესრულებისთვის?
  • რომელი ინსტრუმენტია ყველაზე ეფექტური?
  • როდის გამოვიყენებ შეფასების შერჩეულ მეთოდებსა და ინსტრუმენტებს?
  • როგორ გამოვიყენებ მიღებულ შედეგებს?
განსაზღვრეთ შეფასების მეთოდები და დავადგინეთ მისი ინსტრუმენტები. განვიხილეთ ასევე პროგრესის მონიტორინგი თუ როგორ ხდება. უნდა მოვახდინოთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის გაწერა პროექტზე მუშაობის დაწყებისას,  მუშაობის პროცესში და პროექტის დასრულების დროს. 
 კარგად გაგებისა და გათავისების შემდეგ მიღებული ინფორმაცია მოვარგეთ ჩვენი პროექტის გეგმას. ვფიქრობ ძალიან ნაყოფიერი და შრომატევადი დღე გამოგვივიდა.  ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ საკმაოდ ბევრი უნდა ვიფიქროთ და თითოეული ნაბიჯი კარგად გავთვალოთ პროექტზე მუშაობისას. 

Комментариев нет:

Отправить комментарий